რატომ წავიდა თორო ტყეში
წიგნის მეორე თავში თორო ხსნის, რატომ დასახლდა ტბის ნაპირას: „ტყეში იმიტომ წავედი, რომ მსურდა გააზრებულად მეცხოვრა, მხოლოდ ცხოვრების არსებითი ფაქტების პირისპირ დავმდგარიყავი და მენახა, ხომ ვერ ვისწავლიდი იმას, რისი სწავლებაც მას შეეძლო, რათა სიკვდილის ჟამს არ აღმომეჩინა, რომ არ მიცხოვრია.“ ამ ცდას მან ორი წელი და ორი თვე დაუთმო.
თარგმანი — ქართული თარგმანი ნაკვესის რედაქციისაა, ინგლისური ორიგინალიდან (Project Gutenberg #205).
ორიგინალი
I went to the woods because I wished to live deliberately, to front only the essential facts of life, and see if I could not learn what it had to teach, and not, when I came to die, discover that I had not lived.
ბარათი 1 / 5
