კონცხი ტალღებში
რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი თავის ჩანაწერებში საკუთარ თავს მიმართავს: „უნდა ჰგავდე ზღვაში შეჭრილ კონცხს: ტალღები განუწყვეტლივ ეხეთქება, ის კი თავად დგას და მის ირგვლივ აზვირთებული ტალღებიც წყნარდება და მშვიდდება.“ მომდევნო ჩანაწერში დასძენს, რომ ის, რაც შეგემთხვა, თავისთავად უბედურება არ არის, ხოლო მისი ღირსეულად ატანა ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.
თარგმანი — ქართული თარგმანი ნაკვესის რედაქციისაა მერიკ კასობონის 1634 წლის ინგლისური თარგმანიდან; ორიგინალი ბერძნულია, ხოლო კასობონის ტექსტი ხშირად პარაფრაზს უახლოვდება.
ორიგინალი
Thou must be like a promontory of the sea, against which though the waves beat continually, yet it both itself stands, and about it are those swelling waves stilled and quieted.
ბარათი 1 / 5
