სიცოცხლე მოკლე კი არა, გაფლანგულია
სენეკა წერს, რომ ადამიანთა უმეტესობა ბუნებას ხანმოკლე სიცოცხლის გამო უჩივის, თუმცა, მისი აზრით, დრო საკმარისი გვაქვს — უბრალოდ, ბევრს ვკარგავთ. მონაკვეთს ასე აჯამებს: „ასეა: ჩვენ მოკლე სიცოცხლეს კი არ ვიღებთ, არამედ თავად ვამოკლებთ მას; დღეებით ღარიბები კი არა ვართ, არამედ მათ ვფლანგავთ.“
თარგმანი — ქართული თარგმანი ნაკვესის რედაქციისაა, ობრი სტიუარტის 1889 წლის ინგლისური თარგმანიდან. ორიგინალი ლათინურია.
ორიგინალი
Thus it is: we do not receive a short life, but we make it a short one, and we are not poor in days, but wasteful of them.
ბარათი 1 / 5
