რუქას ხუთი პირობა მეფის კარისთვის
წიგნის ჩარჩო-მოთხრობაში სეფეთუხუცესი რუქა ვაზირ სედრაქს ასე აკრიტიკებს: „ვაზირი გონიერი, წყნარი და სიტყვამარჯვე ხამს, ამად რომე ხელმწიფესთან მყოფს ხუთნი საქმენი უნდა სჭირდეს. ერთი: სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდეს; მეორე: გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს; მესამე: პირიდან ავი სიტყვა არ წაიცთუნოს; მეოთხე: სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს; მეხუთე: რაც თქვას, ყოველს კაცს მოაწონოს.“
ბარათი 1 / 5